ხედვა რუსეთიდან: რით განსხვავდება ევროკავშირთან ქართული ასოცირება უკრაინულისგან?

© photo: Sputnikსაქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების აღდგენა რთულად, მაგრამ გასაგებ პრაგმატულ საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი ისაა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება არსებულ კავშირებს დსთ–ის ქვეყნებთან.

როსტისლავ იშჩენკო — სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინიდან პროდუქტების შემოტანაზე ემბარგოს დაწესების თაობაზე განაცხადა, ექსპერტები აქტიურად ცდილობდნენ, განესაზღვრათ უკრაინული საქონლის ნომენკლატურა, რომელიც რუს მომხმარებლამდე ვერ მიაღწევს, და გამოეთვალათ უკრაინის შესაძლო ფინანსური დანაკარგები.  

ერთი მხრივ, დაახლოებით მილიარდი დოლარის ღირებულებისა რუსეთს მხოლოდ საკონდიტრო, ალკოჰოლური და რძის ნაწარმი შეჰქონდა იმპორტზე, რაც ნამდვილად არ არის ცოტა; მეორე მხრივ კი საკმარისია ნებისმიერი რუსული სუპერმარკეტის დახლებს ჩამოუარო, რომ მიხვდე, უკრაინული საქონელი საერთო მოცულობაში ძალიან ცოტაა. 

უფრო მეტიც, უკრაინა ათ წელზე მეტია თავად არის კრიტიკულად დამოკიდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე, შემოაქვს რა „სალა“ პოლონეთიდან და ბელარუსიდან, კარტოფილი იმავე ბელარუსიდან და ეგვიპტიდან, ძროხის ხორცი არგენტინიდანდა ახალი ზელანდიიდან და ა.შ. 

უკრაინის სოფლის მეურნეობა დიდი ხანია ფოკუსირდა საექსპორტო კულტურების უკიდურესად შეზღუდული ნომენკლატურების წარმოებაზე. ესენია: მარცვლეული (ძირითადად, ხორბალი და სიმინდი),  რაფსი, მზესუმზირა და მზესუმზირის ზეთი. ამასთან, მზესუმზირის ზეთის მხოლოდ ნაწილი მიდიოდა რუსეთის ბაზარზე, დანარჩენი კი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გადიოდა ექსპორტზე. 

ექსპერტები უკრაინის შესაძლო დანაკარგს ზედაპირული გათვლებით 200–300 მლნ დოლარად აფასებენ.   ეს თანხა ცოტა როდია რუსეთისა და დსთ–ის სხვა ბაზრების დამკარგავი უკრაინელი მწარმოებლისთვის, მით უმეტეს, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად, უარი უთხრა მათ ევროპულ ბაზარზე წვდომის გაფართოებაზე.  

გამოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ეკონომიკური კავშირების რღვევის ტენდენცია — რომელიც, სხვათა შორის, კიევის ინიციატივით დაიწყო 2014 წლის თებერვალში — ნარჩუნდება. მაგრამ არაფერია სათქმელი ურთიერთობებში სტრატეგიულ შემობრუნებაზე. 

რას უკავშირდება, ერთი შეხედვით, მეორეხარიახოვანი პრობლემისადმი ამგვარი ყურადღება? რაღაც მომენტში ამ თემამ მედიაში იმ სამმილიარდიანი კრედიტის თემის გვერდით დაიკავა ადგილი, რომელიც კიევმა მოსკოვს 2015 წლის დეკემბერში უნდა გადაუხადოს… მაგრამ ვერ გადაუხდის, იმიტომ, რომ ფული არ აქვს.  

ვფიქრობ, უკრანულ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება ექსპერტებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ იმიტომ მოექცა, რომ  ის სამართლიანად ებმის რუსეთის მიერ მანამდე გაცხადებულ განზრახვას: მოეხსნა კიევისთვის ვაჭრობის ხელშემწყობი რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდოდა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ძირითადი ეკონომიკური ნორმა. 

რა ხდება მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით? 

უკრაინის გარდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მოლდოვამ და საქართველომაც მოაწერეს ხელი. თუმცა მოსკოვსა და კიშინიოვს, მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში რაღაც განსაკუთრებული დაძაბულობა  არ შეინიშნება.  რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ბრწყინვალეს ვერ ვუწოდებთ — მოსკოვს  კიშინიოვთან და თბილისთანაც აქვს მრავალწლიანი სირთულეები და დაპირისპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი მთლიანობაში რაღაცნაირად გვარდება და ემბარგოს შემოღებაზე ან ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებაზე არავინ საუბრობს.  

რა თქმა უნდა, შეგვიძლია მიზეზად ისიც დავასახელოთ, რომ, როგორც თავად კიევი ამტკიცებს, მისი ასოცირების შეთანხმება იყო ყველაზე ღრმა ღრმათა შორის და უკრაინას ყველაზე მეტად აახლოებდა ევროკავშირთან, მაგრამ ევრობიუროკრატები — რომლებისაც მე უფრო მეტად მჯერა, ვიდრე უკრაინელი პოლიტიკოსებისა (რომლებსაც, მგონი, დღემდე არ აქვთ წაკითხული შეთანხმების ტექსტი) — ამტკიცებენ, რომ სამივე შეთანხმება ერთ პრინციპზეა აგებული. ეს ლოგიკურიცაა და თანაც, არც საქართველოდან და არც მოლდოვადან არ გაჟღერებულა უკმაყოფილება რაღაც განსაკუთრებული უპირატესობის გამო, რომელიც კიევს თითქოსდა ევროკავშირისგან ერგო.   

საკითხი გასაგები გახდება, თუ სახელმწიფოთა ურთიერთობას პოსტსაბჭოთა ინტეგრაციული პროცესების ჭრილში შევხედავთ. 

უკრაინა და მოლდოვა დსთ–ისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის  წევრები არიან. მოსკოვმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების გამო. არავინაა წინააღმდეგი, რომ უკრაინელებმა, ქართველებმა და მოლდოველებმა უვიზოდ იარონ შენგენის ზონაში. რუსეთი თავად აწარმოებს მრავალწლიან მოლაპარაკებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე და არც მის სრულად გაუქმებაზე იტყოდა უარს. პრობლემა ისაა, რომ უკრაინა–ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო ზონისა და დსთ–ს თავისუფალი სავაჭრო ზონის ერთდროული მოქმედება წარმოქმნის შავ ხვრელს, რომლის გავლითაც ევროპული საქონელი, პრაქტიკულად, ბაჟის გადახდის გარეშე მოხვდებოდა რუსეთის ბაზარზე. 

მოლდოვასთან პრობლემა ნაკლებად მწვავეა, ვინაიდან ვაჭრობის მოცულობაც და ნომენკლატურაც ბევრად ჩამორჩება უკრაინულს. ამას გარდა, კიშინიოვს უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები, რის გამოც ბაზრის ნაწილი დაკარგა კიდეც. დარჩენილ ნაწილს კი მოლდოველი მწარმოებლები — ესმით რა, რომ ალტერნატივა არ არსებობს — მაგრად არიან ჩაფრენილები. ამასთან დაკავშირებით კიშიონივმა არაერთხელ აწარმოვა შესაბამისი მოლაპარაკებები მოსკოვთან, რათა წარმოშობილი კოლიზია მოეგვარებინათ და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და  დსთ–ის თავისუფალი სავაჭრო ზონის ვალდებულებები შეეთავსებინათ.  

რაც შეეხება საქართვლოს, მისი პოზიცია ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მოწყვლადი გამოდგა. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 08.08.08–ის  შემდეგ ინიცირებული დსთ–დან გასვლის პროცესი 2009 წლის 18 აგვისტოს დასრულდა.  დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში (რომლის საბოლოო ფორმატიც 2012 წლის შემოდგომაზე განისაზღვრა) თბიილსს არასდროს მიუღია მონაწილეობა. უფრო მეტიც, საქართველო რუსეთთან გაწყვეტილი პოლიტიკური და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებას მხოლოდ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის მერეღა შეუდგა.  

თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების აღდგენა რთულად, მაგრამ გასაგებ პრაგმატულ საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი ისაა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება არსებულ კავშირებს დსთ–ის ქვეყნებთან. 

სახელმწიფოთაშორისი იდეოლოგიზაციის პერიოდი საქართველომ სააკაშვილის დროს გაიარა. ის ძალიან ძვირი დაუჯდა ქვეყანას ყველა გაგებით, მაგრამ ახლა ვირტუალური „ღირებულებების“ პოლიტიკა რეალური ინტერესების პოლიტიკას უთმობს გზას. 

სწორედ ეს მაგალითი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ მოსკოვის დიდი ხნის წინ და არაერთგზის გაცხადებულ პოზიციას: პოსტსაბჭოტა სახელმწიფოებისთვის არ არსებობს აკრაზლული კავშირები, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს იმ პარტნიორების ინტერესები, რომლებთანაც უკვე გაფორმებული აქვს გარკვეული ურთიერთობები. 

ხოლო მას, ვინც არ ითვალისწინებს სხვის ინტერესებს, უფლება არ აქვს ჰქონდეს იმედი, რომ მის ინტერესებს ვინმე გაითვალისწინებს. 

 

ავტორის მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. 


ყველა ახალი ამბავი
0