ფრანგული სპეცრაზმი მალიში, ტერორისტების მიერ დაკავებულ სასტუმროსთან ჩავიდა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლები
საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს 10-მდე ბოევიკი შეიჭრა სასტუმრო Radisson Hotel Bamako-ში, რომელიც მალის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და 170 კაცი მძევლად აიყვანა, მათ შორის 140 სტუმარი და 30 მომსახურე პერსონალი.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფრანგული სპეციალური დანიშნულების რაზმი მალის დედაქალაქში ბამაკოში ჩავიდა სასტუმრო Radisson Hotel Bamako-სთან, იმ მიზნით, რომ ადგილობრივ სპეცსამსახურებს დახმარება აღმოუჩინონ მძევლების განთავისუფლებაში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო AFR- ზე დაყრდნობით. 

 „მალის ხელისუფლების თხოვნის პასუხად, თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ-ლე დრიანმა მიიღო გადაწყვეტილება ფრანგული სპეცსამსახურების ქვედანაყოფების გაგზავნაზე“, იტყობინება AFR საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

 ინფორმაციის თანახმად, ფრანგული სპეცდანიშნულების რაზმი დანიშნულების ადგილზე 14:00 საათზე ჩავიდა (16:00 მსკ.დრ) მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მალიში გაგზავნილ ქვედანაყოფში 50-მდე კაცია. 

 პარასკევს 10-მდე ბოევიკი შეიჭრა სასტუმრო Radisson Hotel Bamako-ში, რომელიც მალის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და 170 კაცი მძევლად აიყვანა, მათ შორის 140 სტუმარი და 30 მომსახურე პერსონალი. უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს 190 ნომრიანი სასტუმრო. მედია იტყობინებოდა რომ სასტუმრო პოპულარულია ავიაკომპანია Air France-ის თანამშრომლებში. 

 ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მსხვერპლი უკვე გახდა 3 კაცი — ერთი ფრანგი და ორი ადგილობრივი მოქალაქე. როგორც სასტუმროს მფლობელი კომპანია იტყობინება ამ დროისათვის შენობაში 125 სტუმარი და სატუმროს 13 თანამშრომელი იმყოფება. მედია ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურებმა შეძლეს 80-მდე ადამიანის განთავისუფლება. წინასწარი მონაცემებით, მძევლებს შორის შესაძლოა იყვნენ არაუმცირეს 20 ინდოელისა, ათამდე ჩინეთის მოქალაქე და საფრანგეთის მოქალაქეები. 


ყველა ახალი ამბავი
0