ლავროვი და კვირიკაშვილი შესაძლოა ბელგრადში დეკემბრის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიბელგრადი
ბელგრადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დეკემბრის დასაწყისში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართება, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნების მინისტრებიც ჩავლენ. ასე, რომ ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, თუმცა კონკრეტული გეგმები ჯერ არ არის“, - თქვა დიპლომატმა

თბილისი, 20 ნოემბერი —Sputnik. საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების  გიორგი კვირიკაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ესაძლოა ეუთოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის  მსვლელობისას გაიმართოს 3-4 დეკემბერს ბელგრადში, იტყობინება პარასკევს საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, გრეგორი კარასინზე დაყრდნობით. 

„დეკემბრის დასაწყისში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართება, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნების მინისტრებიც ჩავლენ. ასე, რომ ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, თუმცა კონკრეტული გეგმები ჯერ არ არის“, — თქვა დიპლომატმა კითხვაზე პასუხისას —თუ როდის შედგება რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზებაში ერთიანი ძალისხმევა დაგვეხმარა

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას. ამ სეხვედრებზე კონკრეტული საკითხები წყდება ტრანსპორტის,  ვაჭრობის, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0