მეჭიაური: საქართველოს პრეზიდენტი პარალელური სამყაროდანაა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებმა, პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, 18 ნოემბერს სასაზღვრო კონტროლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პარალელური სამყარო შექმნა, — მიაჩნია დეპუტატ თამაზ მეჭიაურს. 

ასეთი კომენტარი გააკეთა მეჭიაურმა მარგველაშვილის ინიციატივაზე 4 დეკემბერს, საქართველოში ტერორიზმის საფრთხის გამძაფრების გამო, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე. მანამდე პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს ამ თემაზე უკვე ჩატარებული ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან. 

„კრიზისების მართვის საბჭომ უკვე ჩაატარ სხდომა ამის შესახებ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. პარალელურად  პრეზიდენტთან არსებობს, რა თქმა უნდა, საკონსულტაციო ორგანო უშიშროების საბჭოს სახით. მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი სხდომა, მიიღოს კონსულტაციები, თუმცა მას შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თუმცა ამის ჩატარენას მას არავინ უშლის. მან თავისი პარალელური სამყარო შეიქმნა“, — განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებმა, პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, 18 ნოემბერს სასაზღვრო კონტროლისა და ქვეყნის  უსაფრთხოების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. 


ყველა ახალი ამბავი
0