არასამთავრობოები მოსამართლეების უკონკურსოდ დანიშვნას უარყოფითად აფასებენ

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmСуд. Правосудие.
Суд. Правосудие. - Sputnik საქართველო
გამოწერა
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურობასთან დაკავშირებით და სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას“–ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით — კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.“ – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 16 ნოემბერის კენჭისყრამდე სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა მოსამართლეთა დაწინაურების მიზნით განხორციელებული პროცედურები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ისე საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან. კრიტიკა გამოითქვა მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპთან დაკავშირებით. კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურება განხორციელდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის ძალიან ბუნდოვან წესს, არ ადგენს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის არავითარ პროცედურას ან კრიტერიუმებს და საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაიყვანოს (დააწინაუროს) მოსამართლე ზემდგომი, იმავე ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

 „არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ვსაუბრობთ საბჭოს მიერ აღნიშნული მუხლის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე (2011-2015 წლებში ამ წესით ერთი სასამართლოდან სხვა სასამართლოში გადაყვანილ იქნა 115 მოსამართლე. შედარებისთვის, სასამართლო სისტემაში სულ დაახლოებით 230 მოსამართლეა“–ნათქვამია  განცხადებაში  

 კოალიცია ირწმუნება, რომ 37-ე მუხლის გამოყენებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ  მიიღო ისე, რომ წინასწარ არ დაუდგენია შესაბამისი პროცედურა ან კრიტერიუმები. ასეთი პროცედურა და კრიტერიუმები საბჭომ შეიმუშავა მხოლოდ მაშინ როცა დაწინაურების მსურველ მოსამართლეებს უკვე შეტანილი ჰქონდათ საბჭოში განაცხადები. პროცედურა და კრიტერიუმები საბჭოს მიერ დადგენილ იქნა ნაჩქარევად, ისე რომ დაინტერესებულ საზოგადოებას არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა;

 „საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა საკითხი მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დაწინაურების შესახებ, გამოითქვა ეჭვი, რომ არსებობდა კონკრეტული მოსამართლეების სია, ვისი გადაყვანაც იგეგმებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა პროცესის დროს დაშვებულმა ზემოაღნიშნულმა ხარვეზებმა, საბჭოს მიერ ჩატარებულმა გასაუბრებებმა და იმ ფაქტმა, რომ 29 კანდიდატიდან თბილისის სააპელაციო სასამრთლოში დაწინაურებულმა შვიდივე კანდიდატმა კენჭისყრის პირველივე ეტაპზე მიიღო საბჭოს თერთმეტიდან ათი წევრის ხმა.“–აღნიშნულია განცხადებაში 

კოალიციას მიაჩნი, რომ დაწინაურების გადაწყვეტილების მიღებამდე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საბჭოს  გაექარწყლებინა ეჭვები კონკრეტულ მოსამართლეთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასევე მიეცა თითოეული კანდიდატისთვის აღნიშნულზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება, რათა საბჭოს ჰქონოდა რეალური შესაძლებლობა დაეწინაურებინა მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც უზადო პროფესიული რეპუტაციითა და მაღალი კვალიფიკაციით სარგებლობენ;  

„თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის/დაწინაურების შესახებ ისე, რომ კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გაზიარებული და გათვალისწინებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურობასთან დაკავშირებით და სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას“–ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0