თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და ქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომა მოითხოვა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, რომელიც თბილისის საკრებულოში განსახილველად შევიდა, დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მლნ 140 ათას ლარს (დაახლოებით 338 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს.
„სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვის პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა“ — განაცხადა პარასკევს, 20 ნოემბერს პრესკონფერენციაზე თემურ გრიგალაშვილმა.
ოპოზიციაში პრიორიტეტების არასწორ გადანაწილებაზე მიუთითეს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ავტობუსების მძღოლების, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომელთათვის ხელფასების მომატების ნაცვლად, ანაზღაურება მხოლოდ ჩინოვნიკებს ეზრდებათ.