საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ბრიჯიტ ბრინკი
გიორგი მარგველაშვილი და ბრიჯიტ ბრინკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა საქართველოსა და აშშ–ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა (Bridget Brink) შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა განიხილეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელი (Ian C. Kelly), ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები. 

„საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადების და ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ–ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. 2009 წლის ივნისში, ქარტიის ფარგლებში, ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფები. 

 დოკუმენტი ითავლისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

ყველა ახალი ამბავი
0