თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 17 დეკემბერს მასშტაბურ პრესკონფერენციას გამართავს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.
„რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურისა და ინფორმაციის სამმართველოს აკრედიტაციისა და ბრიფინგების დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტ ვ. პუტინის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე მონაწილეობისთვის რუსეთის ფედერალური და რეგიონული, ასევე უცხოური მედიისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. პრესკონფერენცია 2015 წლის 17 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ჩატარების ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.