პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია 27 ნოემბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Виктор Онучко / გადასვლა მედიაბანკშიXVII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი "ინვალიდთა სასახლე"
XVII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი ინვალიდთა სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულთა ხსოვნის ეროვნული ცერემონია „ინვალიდთა სახლის“ ეზოში გაიმართება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონია ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიწყება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია საფრანგეთის დედაქალაქში 27 ნოემბერს გაიმართება, — განაცხადეს ელისეის სასახლეში.

„13 ნოემბერს ტერაქტებისას დაღუპულთა ხსოვნის ეროვნული ცერემონია „ინვალიდთა სახლის“ ეზოში პარასკევს, 27 ნოემბერს ჩატარდება. ცერემონია ადგილობრივი დროით 10.30 საათზე დაიწყება“, — ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.

© http://mk-london.co.uk/news/u2772/2015/11/15/10849ტერაქტი პარიზში
ტერაქტი პარიზში - Sputnik საქართველო
ტერაქტი პარიზში

ყველა ახალი ამბავი
0