ერიდეთ ტრეფიკიორებს

© photo: courtesy of femunity livejournalტრეფიკინგის მსხვერპლი
ტრეფიკინგის მსხვერპლი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 რუსუდან პირველი

 ტრეფიკინგი, ანუ ადამიანებით ვაჭრობა ძალიან მძიმე დანაშაულია. ის არამარტო სამარცხვინო და ადამიანის ღირსების შემლახავია, არამედ ძალზე საშიში მოვლენა.. ტრეფიკინგის არსსზე, მის ასპექტებზე გვესაუბრება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი ნათელა მჟავანაძე:

 —ტრეფიკინგი ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებაა, როდესაც ის იზოლირებულია, ასრულებს სამუშაოს, რომელზედაც მას საკუთარი ნება არ გააჩნია,  შესაძლებლობა არა აქვს დატოვოს ეს ადგილი და ეს სამუშაო. ასევე, კავშირი გაწყვეტილი აქვს თავის ახლობლებთან, გარესამყაროსთან და, რაც მთავარია,  ის ამ სამუშაოში არ იღებს გასამრჯელოს. ეს კი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასთან ერთად,  სისხლის სამართლის დამაშაული გახლავთ.

 — ქალბატონო ნათელა,  ადრე უფრო ხშირად საუბრობდნენ ამ თემაზე. დღეს რა,  თრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდა, თუ… 

 — კი ცოტა შემცირდა, მაგრამ ეს დამშვიდების საბაბი არ არის. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ერთი საფეხურით ქვემოთ ჩამოიწია. ბევრი რეკომენდაციაც მოგვცეს. თითქოს მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული, მაგრამ შეხვედრებისას ვხვდებით, რომ ადამიანებს გონიათ, რომ მათ ეს პრობლემა ნაკლებად ეხებათ. ისინი ნაკლებად იცნობენ ტრეფიკიორების ხერხებსა და მეთოდებს, რომლებიც, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების პარალელურად, სულ უფრო იხვეწება.

 —  საქართველოს მაგალითზე ვსაუბრობთ და ჩვენი მოქალაქეები სად უფრო განიცდიან ზეწოლას, აქ, ჩვენთან, თუ საზღვარგარეთ? 

— ტრეფკინგი ის მოვლენაა, რომელსაც არც ასაკი გააჩნია, არც გეოგრაფიული არეალი და არც სქესი, ეს შეიძლება მოხდეს საკუთარ ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ ადამიანი უფრო მოწყვლადია. მითუმეტეს, თუ ის არაა ინფორმირებული და  არალეგალურ პროცესებშია ჩართული.  ხაგასმით მინდა გითხრათ: როდესაც ადამიანი  საზღვარგარეთ მიდის და მან თავიდანვე იცის, რომ მისი იქ ყოფნა არალეგალურია, საფრთხეები მატულობს. ეს შეიძლება იყოს თაღლითების ხელში ჩავარდნა, არაადექვატური სამუშაო, უხელფასოდ მუშაობა, ჯანმრთელობის დაკარგვა. ამ საფრთხეებს შორის, ყველაზე მძიმეა ადამიანებით მოვაჭრეთა ხელში ჩავარდნა. ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალიც, მამაკაციც და ბავშვიც. ვგულისხმობ არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობას, არამედ იძულებით შრომას, ყმობას და ა.შ. 

 — ტრეფიკინგის სხვა რა ფორმები არსებობს? 

 - ორგანოებით ვაჭრობა, საომარ მოქმედებებში იძულებითი ჩართვა, იძულებითი მათხოვრობა და ა.შ.

 —  როგორ ამოვიცნოთ ტრეფიკიორი? 

 - ეს პროცესი  რამდენიმე რგოლისაგან შედგება: გადაბირება, შემდეგ ტნასპორტირება და პროცესი ექსპლუტაციით თავდება. სხვა მეთოდებიც არის — ძალადობა, მოტყუება, შანტაჟი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაბირების მომენტია. ავიღოთ კლასიკური მაგალითი. ტრეფიკიორი, შუამავლის სახით (ეს იქნება ფირმა თუ ფიზიკური, კერძო პირი) ადამიანს  სზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობს და  მომხიბვლელ სურათს ხატავს. თავიდან შეიძლება არც საბუთი მოითხოვოს, არც კვალიფილაციის დამადასტურებელი მოწმობა, არც ენის ცოდნა,  არც თანხა. რაც ყველაზე მთავარია,  პროცესებს აჩქარებს. ყველას უნდა ახსოვდეს და ყველამ უნდა იცოდეს, როგორია ლეგალური წესით დასაქმება. საზღვარგარეთ ლეგალური მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ იმ ქვეყანაში  სამუშაო ვიზით შევდივართ. სამუშაო ვიზის მისაღებად საჭიროა კონტრაქტი დამსაქმებელთან და დამსაქმებლის მიერ მის ქვეყანაში აღებული მუშაობის ნებართვა. თუ ეს ასე არ არის, შემოთავაზებაც არალეგალურია და საფრთხეც მატულობს.


ყველა ახალი ამბავი
0