თბილისი, 19 ნოემბერი —Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით, ქართული მედია 19 ნოემბერს ავრცელებს.
უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, საქართველოში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, მათ შორის საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრდა კონტროლი ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.