პრემიერი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები საშიშროებას ვერ ხედავენ

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 19 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება

„სიტუაციას ვაკონტროლებთ და კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება და 24-საათიანი მუშაობა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე ოთხშაბათს, 18 ნოემბერს ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. 


ყველა ახალი ამბავი
0