საქართველოს კულტურის მინისტრმა უარყო სახელმწიფო აუდიტის მიერ წარდგენილი შედეგები

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 17 ნოემბერს გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ბოლო ანგარიშის თანახმად, კულტურის სამინისტროში სახელფასო დანამატების ზომა 1500%–ით გაიზარდა.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაადეკვატური ანალიზი ჩაატარა, — განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მის ქვემდებარე უწყებაში სახელფასო დანამატები 15–ჯერ გაიზარდა. 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 17 ნოემბერს გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში  განაცხადა, რომ ბოლო ანგარიშის თანახმად, კულტურის სამინისტროში სახელფასო დანამატების  ზომა 1500%–ით გაიზარდა. 

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქართველი ჩინოვნიკები პრემიებს არ დაკარგავენ

„„საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან, იმიტომ რომ აბსოლიტურად არაადექვატური ანალიზი იყო გაკეთებული და სურათს, სიტუაციას წარმოადგენდა წარმოაჩენდა ეს ანალიზი იმგვარად, რომ თითქოს შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1500 %-ით. თუ ეს მართალია მე დღეს 50 ათას ლარზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს… ვფიქრობ, სახელმწიფო უწყების მხრიდან ასეთი არაადეკვატური განცხადებების გაკეთება მართლაც სირცხვილია“, — უთხრა გიორგაძემ “, — უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძრვანელის ადგილზე, სულ მცირე, სამსახურიდან გაათავისუფლებდა ასეთი ანგარიშის წარმდგენ თანამშრომელს. 

ყველა ახალი ამბავი
0