თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა ოთხშაბათს 16 საათისთვის 100 დაგეგმილიდან 59 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. სირიაში განადგურებულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 149 ობიექტი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა.
მისი თქმით, ოთხშაბათისთვის, „ხმეიმიმის“ აეროდრომიდან დარტყმითი ავიაციის მიერ დაგეგმილია 100 საბრძოლო გაფრენა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების 190 ობიექტზე. 16 საათისათვის 59 საბრძოლო გაფრენა შესრულდა. განადგურებულია 149 ობიექტი.
„საავიაციო დარტმების განხორციელება გრძელდება დამტკიცებული გეგმით. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, დარტყმების განხორციელების დროზე და თვითმფრინავების ფრენების დერეფანზე წინასწარ არიან გაფრთხილებული საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლები“, — განაცხადა კარტაპოლოვმა.