პუტინი: რუსეთს ტერორისტების აღმოჩენასა და დასჯაში დახმარების იმედი აქვს

გამოწერა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღიარა, რომ სინის ნახევარკუნძულზე რუსული ლაინერის ავიაკატასტროფა, რა დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა, ტერაქტი იყო. პრეზიდენტმა პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მიმართოს სხვა ქვეყნებს ამ დანაშაულის ჩამდენების აღმოჩენასა და დასჯაში დახმარების თხოვნით.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთს იმედი აქვს, რომ პარტრნიორები А321–ის ტერაქტის მომწყობი პირების აღმოჩენასა და დასჯაში დახმარებას გაუწევენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიმართოს მათ ამ თხოვნით, — განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 

А32-ის შავი ყუთი - Sputnik საქართველო
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა А321–ის ავიაკატასტროფა ტერაქტად აღიარა

რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა ეგვიპტის კუნძულ სინის თავზე, როდესაც ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი, შარმ–ეშ–შეიხიდან სანქტ–პეტერბურგში მიმავალი ლაინერი ჩამოვარდა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. 

„ვთხოვ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმართოს ჩვენს ყველა პარტნიორს. ჩვენ ამ სამუშაოებში, მათ შორის, დამნაშავეთა აღმოჩენასა და დასჯაში ყველა მეგობრის იმედი გვაქვს“, — განაცხადა პუტინმა. 

„ჩენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51–ე მუხლის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომელიც სახელმწიფლებს თავდაცვის უფლებას ანიჭებს“, — დაამატა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0