რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა А321–ის ავიაკატასტროფა ტერაქტად აღიარა

გამოწერა
თვითმფრინავის ელემენტებისა და მისი მგზავრების პირადი ნივთების გამოკვლევისას ექსპერტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. ეს მოწმობს, რომ А321–ის ბორტზე ტერაქტი მოხდა, — განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. А321–ის ავიაკატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე, რა დროსაც 220 ადამიანი დაიღუპა, ტერაქტი იყო, — განაცხადა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. 

რუსული და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ავიაკატასტროფა მოხდა 31 ოქტომბერს, როდესაც რუსული ლაინერი Airbus A321 აფრენიდან 23 წუთში ჩამოვარდა ეგვიპტეში. თვითმფრინავში 224 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. 

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია“, — დაასკვნა უსაფრთხოების სამსახურის შეფმა კრემლში რუსული ლაინერის დაღუპვის შედეგებზე ანგარიშით გამოსვლისას. 


ყველა ახალი ამბავი
0