საბერძნეთმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის შეთანხმება ევროკავშირის 28 წევრიდან 26 ქვეყანაშია რატიფიცირებული. დარჩენილია ბელგია და იტალია.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის პარლამენტმა 18 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ამ დროისთვის შეთანხმება ევროკავშირის 28 წევრიდან 26 ქვეყანაშია რატიფიცირებული. დარჩენილია ბელგია და იტალია.

მოსკოვი. საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე მიანიშნებს

ვროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის  (VLAP) 15-დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა. მეოთხე ანგარიშს ევროკომისია 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0