Air France–ს ორმა ლაინერმა აფეთქების საფრთხის გამო კურსი შეცვალა

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიხედი თვითმფრინავის ილუმინატორიდან
ხედი თვითმფრინავის ილუმინატორიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგული ავიაკომპანია Air France–ს ლაინერები, რომლებიც აშშ–იდან საფრანგეთში მიფრინავდნენ, ბორტებზე ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარის გამო ამერიკულ აეროპორტებში დასვეს.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ვაშინგტონიდან და ლოს–ანჯელესიდან გამოფრენილი, ავიაკომპანია Air France–ს კუთვნილი ორი თვითმფრინავი ბორტებზე ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარის გამო, იძულებული გახდა, კურსი შეეცვალა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ამერიკულ ტელეარხ CNN–ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ლაინერი А-380 ლოს–ანჯელესიდან საფრანგეთში მიფრინავდა. მის ბორტზე 497 მგზავრი იმყოფებოდა. ბომბის თაობაზე ანონიმური ზარის შემდეგ, თვითმფრინავი სოლტ ლეიქ სიტის აეროპორტში დაჯდა. მეორე თვითმფრინავი —  Boeing 777, რომელიც ვაშინგტონიდან პარიზში მიფრინავდა, გალიფაქსის აეროპორტში დაეშვა. ლაინერის ბორტზე 287 მგზავრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანია Lufthansa - Sputnik საქართველო
G20–ის ქვეყნები ავიაუსაფრთხოების გაძლიერებაზე იმუშავებენ

„უსაფრთხოებისა და შემოწმების მიზნით, Air France–მ, არსებული ზომების შესაბამისად, ორი თვითმფრინავის აეროპორტებში დასმა გადაწყვიტა“, — აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

გავცელებული ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავი წარმატებულად დაეშვა, მგზავრები თვითმფრინავებიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს. საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ანონიმური „დამნამღმველის“ ვინაობას ადგენენ.

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0