თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. G20–ის ქვეყნების ლიდერებმა ტერორიზმთან დაკავშირებით ერთობლივ დეკლარაციაში განაცხადეს, რომ ავიაუსაფრთხოების გაძლიერებაზე ერთობლივად აპირებენ მუშაობას.
„გლობალური ავიაუსაფრთხოების გაზრდაზე ერთად ვიმუშავებთ“, — აღნიშნულია დეკლარაციის სამუშაო ვარიანტში.
რუსული და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ავიაკატასტროფა მოხდა 31 ოქტომბერს, როდესაც რუსული ლაინერი Airbus A321 აფრენიდან 23 წუთში ჩამოვარდა ეგვიპტეში. თვითმფრინავში 224 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა.