ქართული სპეც. სამსახურები ტერორისტთა ვებ-გვერდების ქართულ ენაზე გამოჩენას იძიებენ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიПользователь за ноутбуком.
Пользователь за ноутбуком. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული გვერდის გამოჩენას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები იძიებენ. განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. 

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები, მათ შორის საზღვრებზე და აეროპორტებში. ასევე გამკაცრდა კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. 

მესტია - Sputnik საქართველო
იზორია: საქართველო ყველა ზომას იღებს, რათა „ისის–ისთვის“ სატრანზიტო ქვეყნად არ იქცეს

„ამ გვერდის გარდა, არსებობს კიდევ სხვა გვერდები და ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ბუნებრივია ჩვენ გამოძიების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ და ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე ვაკვირდებით ვინ არის მათი აქტიური მომხმარებელი. მაგრამ უახლოეს მომავალში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ მსგავსი გვერდების აკრძალვის მოთხოვნით“, — თქვა იზორიამ. 


ყველა ახალი ამბავი
0