თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა (Dimitris Avramopoulos) საქრათველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში ჩატარებულ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზნით განხორციელდა, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს წარუდგინეს ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში“, _ ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.