საბავშვო „ევროვიზიაზე“ ქართული კვარტეტი მეორე ნომრად გამოვა

© screen captureკვარტეტი The Virus
კვარტეტი The Virus - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საბავშვო „ევროვიზია 2015“–ის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. ტრანსლაცია თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქართული კვარტეტი The Virus სიმღერის საბავშვო კონკურსზე „ევროვიზია 2015“ მეორე ნომრად გამოვა, იუწყება კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი.

მონაწილეთა რიგითობა კენჭისყრით განისაზღვრა, რომელიც სოფიის კულტურის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.

კონცერტის საკონკურსო ნაწილს სერბეთის წარმომადგენელი ლენა სტამენკოვიჩი გახსნის, ბოლო მონაწილე კი ჩერნოგორიელი იანა მირკოვიჩი იქნება.

მეცამეტე ყოველწლიური საბავშვო კონკურსი „ევროვიზია“ 21 ნოემბერს სოფიაში (ბულგარეთი) სპორტულ–საკონცერტო კომპლექს არმეეც–არენის სცენაზე გაიმართება. ცერემონიის წამყვანი ცნობილი ბულგარელი მომღერალი იოანა დრაგნევა იქნება. ცერემონიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას 16 წლის ჩემპიონი ბიტბოქსში მაქსიმ მორავსკი, ცეკვის ხელოვნების ეროვნული სკოლის მოსწავლეები და ჯგუფი „ბონ–ბონი“, რომელიც წლევანდელი კონკურსის ჰიმნს შეასრულებს. 

გრანდიოზულ შოუს დაახლოებით რვა ათასი მაყურებელი დაესწრება, ხოლო ტელეაუდიტორია, ტრადიციულად, მრავალმილიონიანი იქნება.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოდან კვარტეტი The Virus წარსდგება - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოდან კვარტეტი The Virus წარსდგება

საქართველოში საბავშვო „ევროვიზია 2015“–ის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. ტრანსლაცია თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ამჯერად საქართველოსთან ერთად პირველი ადგილისთვის 17 ქვეყნის პატარა შემსრულებლები იბრძოლებენ. 

წელს ორი ქვეყნის — ირლანდიისა და ავსტრალიის დებიუტი შედგება, ხოლო ალბანეთი და მაკედონია კონკურსს ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ. 

ხორვატიამ 2014 წელს წარუმატებელი გამოსვლის გამო კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. კვიპროსი ფინანსური პრობლემების გამო არ გამოვა, ხოლო შვედეთი კონკურსით არ არის დაინტერესებული. 

ქართული კვარტეტი The Virus კონკურსზე სიმღერით „გაბედე“ წარდგება.

კვარტეტი საბავშვო სტუდია „ბზიკების“ აღსაზრდელები არიან: ელენე კეჟრიშვილი (10 წლის), ლიზი თავბერიძე (12 წლის), თაკო გაგნიძე (11 წლის) და დათა პავლიაშვილი (11 წლის).

სიმღერისა და კლიპის „გაბედე“ რეჟისორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი გიგა კუხიანიძეა. 

ქართული საბავშვო მუსიკალური ჯგუფები ორჯერ გახდნენ ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულები. საქართველო  Junior Eurovision–ში ზედიზედ მეცხეჯერ მონაწილეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0