„შარლი ებდომ“ პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული მეორე კარიკატურა გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგამოცემა Charlie Hebdo
გამოცემა Charlie Hebdo - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტების შემდეგ გამოქვეყნებულ პირველ კარიკატურაზე სტერეოტიპული ფრანგების სტილიზებული მოჩვენებები იყო გამოსახული.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. "შარლი ებდოს" ყდაზე პარიზის ტერაქტებისადმი მიძღვნილი მეორე კარიკატურა გამოჩნდება, ეს ნომერი ოთხშაბათს დილიდან გაიყიდება. 

სურათზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც შამპანურის ტყვიით გახვრეტილი ბოთლიდან სასმელი მუცელსა და ფეხებზე ესხმება. მას თან ახლავს წარწერა: მათ იარაღი აქვთ, მაგრამ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ — ჩვენ გვაქვს შამპანური“. 

პრეზიდენტმა პარიზში დაღუპულთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა პარიზში დაღუპულთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თუ როგორი იქნება „შარლი ებდოს“ სატიტულო ფურცელი, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

გუშინ „შარლი ებდოს“ საიტზე პირველი კარიკატურა გაჩნდა, რომელზეც სტერეოტიპული ფრანგების სტილიზებული მოჩვენებები იყო გამოსახული — ულვაშები, ბერეტები და ტრადიციული ბაგეტები იღლიაში. „ფრანგები ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან“, — ეწერა კარიკატურის ქვეშ. 


ყველა ახალი ამბავი
0