პრეზიდენტმა პარიზში დაღუპულთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

© facebook.com/Margvelashviliპრეზიდენტმა პარიზში დაღუპულთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
პრეზიდენტმა პარიზში დაღუპულთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა პირადად გამოუცხადა სამძიმარი საქართველოში საფრანგეთის ელჩს რენო სალენსს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik.  ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ არაფერი აქვს საერთო ისლამთან, — ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წიგნში, რომელიც პარიზის ტერაქტებში დაღუპულებს ეძღვნება. 

მესტია - Sputnik საქართველო
იზორია: საქართველო ყველა ზომას იღებს, რათა „ისის–ისთვის“ სატრანზიტო ქვეყნად არ იქცეს

„ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს…  „ისლამური სახელმწიფო" არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან, ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც ისევე დაასრულდება, როგორც ასრულებენ ტერორისტები“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს პირადად მიუსამძიმრა.


ყველა ახალი ამბავი
0