სტოლტენბერგი: საფრანგეთს ტერაქტების შემდეგ ნატოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთს ნატოს მრავალმა მოკავშირემ შესთავაზა დახმარება, აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან დააზუსტა, რომ ნატო საფრანგეთთან „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მჭიდროდ თანამშრომლობს.

თბილისი, 17 ნოემბერი— Sputnik. საფრანგეთს ტერაქტების შემდეგ ნატოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს, მიუხედავად ვაშინგტონის შეთანხმების მე–5 მუხლისა, რომელიც ერთ–ერთი მოკავშირის მიმართ აგრესიაზე ერთობლივ პასუხს მოიაზრებს. თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნები მას მხარს უჭერენ, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„მიმართვა მე–5 მუხლის საფუძველზე არ ყოფილა, მაგრამ ნატოს მრავალმა მოკავშირემ შესთავაზა საფრანგეთს მხარდაჭერა. ჩვენ ამას სხვადასხვა საშუალებებით ვაკეთებთ: ერთმანეთს ვუცვლით სადაზვერვო მონაცემებს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის წინ. 

დუბაი - Sputnik საქართველო
მედია: გაერთიანებული საამიროების ოტელებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტები იგეგმებოდა

მან აღნიშნა, რომ აშშ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციას ხელმძღვანელობს. „თურქეთი ნატოს ერთადერთი მოკავშირეა, რომელიც სირიასა და ერაყს ესაზღვრება. ის „ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში საკვანძო მოკავშირეა“, — აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. 

მანამდე საფრანგეთმა პარიზზე ტეროროსტული თავდასხმების გამო დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები საფრანგეთის ხელისუფლების დასახმარებლად მზად არიან. 

© http://mk-london.co.uk/news/u2772/2015/11/15/10849ტერაქტი პარიზში
ტერაქტი პარიზში - Sputnik საქართველო
ტერაქტი პარიზში

ყველა ახალი ამბავი
0