მედია: გაერთიანებული საამიროების ოტელებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტები იგეგმებოდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდო ტერორისტებს, „ისლამური ხალიფატის“ შექმნის მიზნით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და აფეთქებების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. დაჯგუფება 2011 წლიდან გეგმავდა ტერაქტებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხმრავალ ადგილებში.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 კაცისგან შემდგარი ჯგუფი არაბთა გაერთიანებული  საამიროების სავაჭრო ცენტრებსა და ოტელებში აფეთქებებს გეგმავდა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ არაბულ გამოცემა The National–ზე დაყრდნობით. 

ამ საქმეზე საამიროების უზენაეს ფედერალურ სასამართლოში მოსმენა ორშაბათს, 16 ნოემბერს გაიმართა. მომდევნო მოსმენა 8 დეკემბერსაა ჩანიშნული. 

ეჭვმიტანილებს დაჯგუფება „შაბაბ ალ–მანარას“ ჩამოყალიბება და „ისლამური ხალიფატის“ დაარსების მიზნით,  სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და აფეთქებების დაგეგმვა ედებათ ბრალად. 

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილებს უკანონოდ შეჰქონდათ ქვეყანაში იარაღი და საბრძოლო მასალები, ამზადებდნენ ასაფეთქებლებს და ფულითა და მოხალისეებით ამარაგებდნენ უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის, „ისლამურ სახელმწიფოს“, „ჯებჰათ ან–ნუსრასა“ და „ირანის ბელუჯისტანის გათავისუფლების ფრონტს“. 

ამას გარდა, მათ ბრალად ედებათ ინტერნეტსაიტებისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროპაგანდისთვის გამოყენება და ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების არალიცენზირებული გამოყენება. 


ყველა ახალი ამბავი
0