თავდაცვის მინისტრის აზრით, საქართველო ტერორიზმთან საბრძოლველად მზადაა

© photo: press-service Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული. კერძოდ, გაძლიერდა კონტროლი საზღვრებზე, აეროპორტებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის, — განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. 

პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული. კერძოდ, გაძლიერდა კონტროლი საზღვრებზე, აეროპორტებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე. 

„საქართველოს სახელმწიფო მზადაა ამ ტიპის გამოწვევებისთვის. ჩვენ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვართ და საქართველო არის თავისუფალი და ცივილური სამყაროს თანამებრძოლი და  პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში. ამავდროულად ქვეყნის შიგნითაც ყველა ღონისძიება დაგეგმილია“, — თქვა მინისტრმა. 

მესტია - Sputnik საქართველო
იზორია: საქართველო ყველა ზომას იღებს, რათა „ისის–ისთვის“ სატრანზიტო ქვეყნად არ იქცეს

ხიდაშელის თქმით, ყველა უფლებამოსილი უწყება 24 საათის განმავლობაში მუშაობს ამ მიმართულებით. 

„მთავარია, რომ ეს მუშაობა სისტემატურ ხასიათს ატარებს და ვლინდება როგორც პარტნიორებთან ერთობლივ სწავლებებში, ისე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაში“, — დაასკვნა ხიდაშელმა. 

მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში მან გამოსცა სპეციალური ბრძანება მთელი რიგი ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე, რომლებიც არანაირად არ შეეხება საქართველოს მოსახლეობას. 


ყველა ახალი ამბავი
0