უძველესი ქართველის დნმ–ის ანალიზმა ევროპის პირველი დასახლების საიდუმლო გაამჟღავნა

© Fotolia/ Sebastian Corneanuარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა საქართველოს ერთ–ერთი პირველი მცხოვრების დნმ „გააცოცხლა“. მისმა გენომებმა აჩვენა, რომ ევროპაში ადამიანები მიგრაციის ოთხი ტალღით განსახლდნენ, და რომ თანამედროვე ევროპელების წინაპრები კასპიისპირეთის რუსული სტეპებიდან წარმოიშვნენ.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი მოსახლეების „გაცოცხლებული“ დნმ მეცნიერებს იმის გარკვევაში დაეხმარა, რომ ევროპაში ადამიანები მიგრაციის ოთხი ტალღით განსახლდნენ, — აღნიშნულია ჟურნალ Nature Communications–ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბოლო ორ წელიწადში მეცნიერების წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ დასახლდნენ ევროპაში პირველი თანამედროვე ადამიანები, რადიკალურად შეიცვალა. ამ ცვლილებების ქვაკუთხედად 2013 წლის გამოკვლევა იქცა, როდესაც მეცნიერებმა ირკუტსკის ოლქის სოფელ მალტის გარეუბანში მცხოვრები ბიჭუნას გენომი „გააცოცხლეს“ და გაარკვიეს, რომ უძველესი ინდოელების გენომი დაახლოებით 20%–ით ტიპური ევროპული გენებისგან შედგება.

ამ აღმოჩენამ მსოფლიოს ათობით წამყვან პალეოგენეტიკოსს გაერთიანებისკენ და უძველესი კრომანიონებისა და მათი მეზობელი ნეანდერტალელების, დენისელებისა და სხვა უძველესი ადამიანების ყველა „გაცოცხლებული“ დნმ–ის ანალიზისკენ უბიძგა. 2014 წლის აგვისტოში მათ ამ ანალიზის პირველი შედეგები გამოქვეყნეს, რომლის თანახმადაც ევროპა დასახლდა მიგრაციის არა ორი, არამედ სამი ტალღის შედეგად.

არქეოლოგიური აღმოჩენა - Sputnik საქართველო
არქეოლოგებმა ევროპაში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

მათგან უძველესმა ადამიანებმა, რომელთაც მეცნიერებმა „ჩრდილოევრაზიელები“ უწოდეს და რომლებიც აზიელებისა და ინდოელების გენეტიკურ ნიშნებს ატარებდნენ, აფრიკა ძალიან ადრე დატოვეს და ევროპის ჩრდილოეთ რეგიონებში დაახლოებით 40 ათასი წლის წინ დასახლდნენ, სადაც ბოლო გამყინვარების პერიოდი იზოლაციაში „გამოიზამთრეს“ კიდეც. შემდგომ ევრაზიელებმა ევროპის დანარჩენ ტერიტორიებზეც შეაღწის, სადაც ადგილობრივ მონადირეებსა და ფერმერებს შეერწყნენ.

ანდრეა მანიკამ (Andrea Manica) კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) და გენეტიკოსთა დიდმა ჯგუფმა საქართველოში ცოტა ხნის წინ საწურბლიას გამოქვაბულში ნაპოვნი ნარჩენები შეისწავლეს და უძველესი ევროპელების კიდევ ერთ პოპულაციას მიაგნეს, რომლებმაც ევროპის თანამედროვე მცხოვრებთა დნმ–ში თავისი გენეტიკური წვლილი შეიტანეს. 

ამ გამოქვაბულში დამარხული იყო ორი კრომანიონელი, რომლებიც კავკასიის ტერიტორიაზე დაახლოებით 13–10 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ჩონჩხებს მთის მშრალი ჰავის წყალობით შენარჩუნებული ჰქონდათ დნმ–ის ფრაგმენტები, რამაც  მანიკასა და მის კოლეგებს ამ ადამიანების გენომების აღდგენის საშუალება მისცა.

ვარძია - Sputnik საქართველო
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალი ქვაბულები აღმოაჩინეს

როგორც ამ „გაცოცხლებული“ დნმ–ისა და ევროპის სხვა პირველი მცხოვრებლების გენომების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, უძველესი ქართველები უძველესი ადამიანების კიდევ ერთ, მეოთხე პოპულაციას განეკუთვნებოდნენ, რომლებმაც ბოლო გამყინვარების პერიოდი „ევრაზიელებისა“ და პირველი დასავლეთ–ევროპელი მონადირე–შემგროვებლებისგან იზოლაციაში გადაიტანეს.

როგორც მანიკა და მისი კოლეგები მიიჩნევენ, საწურბლიაში მცხოვრებლებმა სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით იმ დროს შეაღწიეს, როცა „ევრაზიელები“ და პირველი მონადირეები ევროპაში გავიდნენ — დაახლოებით 40–45 ათასი წლის წინ. გამყინვარების პერიოდის დადგომის გამო მომდევნო 20 ათასი წელი მათ იზოლაციაში გაატარეს, მაგრამ დაახლოებით 13 ათასი წლის წინ ყინული გალღვა და მეოთხე პოპულაციის წარმომადგენლებმა სამხრეთ „ევრაზიელებთან“ ურთიერთობა დაიწყეს.

ამ კონტაქტების „პროდუქტი“ ე. წ. ძველიამნური კულტურა (ორმოსამარხების კულტურა) გახდა. ეს მომთაბარე ინდო–ევროპული ხალხების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც კავკასია და კასპიისპირეთის სტეპები დაახლოებით 5–6 ათასი წლის წინ დატოვეს, ევროპა ხელახლა დაასახლეს და სუბკონტინენტის თანამედროვე ხალხების საწყისად იქცნენ. ამგვარად, მანიკასა და მისი კოლეგების აღმოჩენა კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ეროპის ხალხების წინაპარი რუსული სტეპები იყო და არა თურქული ანატოლია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0