მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არქეოლოგებმა ევროპაში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

© Fotolia/ Sebastian Corneanuარქეოლოგიური აღმოჩენა
არქეოლოგიური აღმოჩენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედია იუწყება, რომ არქეოლოგიური გათხრებით გატაცებულმა სტუდენტ–არქეოლოგებმა და მოხალისეებმა საფრანგეთში, კონ დ'არგოს გამოქვაბულში 560 ათასი წლის ადამიანის კბილი აღმოაჩინეს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ფრანგი არქეოლოგების აღმოჩენის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „ექსპრესზე“ დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრებით გატაცებულმა სტუდენტ–არქეოლოგებმა და მოხალისეებმა საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანის მახლობლად მდებარე კონ დ'არგოს გამოქვაბულში, 560 ათასი წლის ადამიანის კბილი იპოვეს. აღმოჩენას სახელად არაგო 149 უწოდეს და საფრანგეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი ადამიანის  ნეშტის უძველეს ნაწილად აღიარეს. 

„მიუხედავად გაცვეთისა, ეს აღმოჩენა დაეხმარება მკვლევარებს — ძირითადად ტოტაველის წინარეისტორიული კვლევების ცენტრიდან — უფრო მეტი გაიგონ პირველი ევროპელების მორფოლოგიის შესახებ“, — წერს გამოცემა. 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კბილის ასაკი 100 ათასი წლით აღემატება ყველაზე ცნობილი უძველესი ევროპელის —ტოტაველელი ადამიანის ასაკს. 


ყველა ახალი ამბავი
0