საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტს გაზრდიან

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიСтаринный фонарь и флаг на здании НБГ в Тбилиси
Старинный фонарь и флаг на здании НБГ в Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებისათვის, საქართველო ჩართული იქნება ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. 

უკანასკნელი მონაცემებით, პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, 129 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაიჭრა. 

„მომავალი წელი შესაძლოა ძალიან რთული იყოს. ამიტომ აუცილებლად დავაყენებ უშიშროების სამსახურებისათვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს. უკვე დღეს სჩანს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი იქნება, რათა დაიწყოს ძალიან სერიოზული აქტიური ქმედებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, —თქვა დეპუტატმა ორშაბათს, 16 ნოემბერს. 

საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებისათვის, საქართველო ჩართული იქნება ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. 

„ამიტომ ეს ყველაფერი სერიოზულ რესურსებს მოითხოვს, მით უმეტეს, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლოა რეგიონთან, საიდანაც საფრთხე მოდის“, — თქვა სესიაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსათვის და საქართველოს შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის  ბიუჯეტის გაზრდას მხარს უჭერენ ასევე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

„ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსათვის და საქართველოს შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის 2016 წლის  ბიუჯეტის  გაზრდა, იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ, შევანელოთ და აბსოლუტურად გავანეიტრალოთ ყველა შესაძლო საფრთხეები“, — უთხრა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს. 

13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.  

 

ყველა ახალი ამბავი
0