ილია ΙΙ: პარიზის ტერაქტებში ადამიანის ბოროტი ნება გამოვლინდა და არა ისლამისა

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ გარდაცვლილთა სულები მოიხსენია, მათ ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს ჯანმრთელობა უსურვა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მუსლიმურ სარწმუნოებას არაფერია აქვს საერთო პარიზის ტერაქტებთან, — ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 15 ნოემბრის საკვირაო ქადაგებაში. 

ბოლო მონაცემებით, პარიზში მომხდარ ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, პარიზის ტერაქტები — ეს არის შეიარაღებული აგრესია, რომლის უკანაც „ისლამური სახელმწიფო“ დგას. 

„არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსლიმანურ რელიგიას. მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული…  ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს“, — განაცხადა პატრიარქმა. 

პოლიციამ პარიზში ტერაქტის ადგილზე ნაპოვნი შაჰიდის ქამარი დაათვალიერა - Sputnik საქართველო
პოლიციამ პარიზში ტერაქტის ადგილზე ნაპოვნი "შაჰიდის ქამარი" დაათვალიერა

ილია მეორემ გარდაცვლილთა სულები მოიხსენია, მათ ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს ჯანმრთელობა უსურვა. 

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში, ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს“, — აღნიშნა ილია მეორემ. 

ყველა ახალი ამბავი
0