პოლიციამ პარიზში ტერაქტის ადგილზე ნაპოვნი "შაჰიდის ქამარი" დაათვალიერა

გამოწერა

პოლიციის თანამშრომლები იკვლევდნენ ტერაქტის ადგილს და თვითმკვლელის "შაჰიდის ქამარს", რომელმაც თავი აიფეთქა პარიზში ვოლტერის ბულვარზე. ტერორისტული თავდასხმების სერია მოხდა საფრანგეთის დედაქალაქში, შეტევებს 120–ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, დაშავდა 250 ადამიანი.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა კაფეს შესასვლელის წინ ვოლტერის ბულვარზე, იუწყება სააგენტო Ruptly.

პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა საფრანგეთის დედაქალაქის მეათე ოლქის ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, 3 აფეთქება მოხდა სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ახლოს, სადაც ამხანაგური მატჩი ტარდებოდა საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. გარდა ამისა, მე–11 ოლქში, თეატრ "ბატაკლანში" მიმდინარე როკ–კონცერტზე უცნობებმა ტყვეები აიყვანეს.

საფრანგეთის დედაქალაქის მთავრობამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ სახალხო დემონსტრაციები 5 დღით აკრძალა. ტერაქტებს ჯამში სულ ცოტა 127 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველა ახალი ამბავი
0