როცა თავისუფლებასა და სიგიჟეს შორის ზღვარი იშლება...

© Мераб Хачидзеთბილისი - სოლიდარობა პარიზს!
თბილისი - სოლიდარობა პარიზს! - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარი ტრაგედიის მთელ კოშმარს ჩვენსა და პარიზს შორის არსებული ათასობით კილომეტრიც ვერ ანელებს.

 მერაბ ხაჩიძე

 ისლამური ფუნდამენტალიზმის ფონზე ევროპული „ტოლერანტობა“, არ მინდა ვთქვა, მაგრამ მეტად არასერიოზულ ცინიზმს წარმოადგენს. დასკვნები  საფრანგეთის ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გამოეტანა, მაგრამ ადამიანურ შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი და ევროპაში შესული ასიათასობით ლტოლვილის ბოლომდე გაკონტროლებას ვერც ერთი „არქიხელისუფლება“ ვერ შეძლებს

 ემოციის ფონზე, „ცხელ გულზე“ და  „ცხელი  ტვინით“აზროვნება ადვილი არ არის. მომხდარი ტრაგედიის მთელ კოშმარს ჩვენსა და პარიზს შორის არსებული ათასობით კილომეტრიც ვერ ანელებს. ახლა ყველა და ყველაფერი ამ უბედურებაზე ლაპარაკობს. ფრანგული ტელეარხებიდან ყველაზე უფრო ხშირად სიტყვა GOUVERNEMENT (ხელისუფლება) ისმის. ეკრანიდან ამ სიტყვის გაგონების შემდეგ, იოლი მისახვედრია, ჟურნალისტებიცა და ხალხიც საით და რატომ იშვერენ ხელს.  მომხდარის შემდეგ ევროპაში მყოფი ჩვენი კოლეგის, გიორგი ფოფხაძის, კომენტარებს ვეძებდი. დეტალებიცა და პირველი შეფასებებიც ქართულად მინდოდა გამეგო და მომესმინა, აღმოჩნდა, რომ მან ბევრს დაასწრო და ჩვენი „მედია“ ძირითადად მისგან მოწოდებული ინფორმაციით სარგებლობდა. ამისთვის, დიდი მადლობა მას.

 როგორ მოუვიდა და როგორ მოხდა საფრანგეთის „ნაქები“ კონტრდაზვერვის ჩაფლავება?!..“ – ეს არის ის მთავარი კითხვა, რაზედაც პასუხს ფრანგები პირველ რიგში ელოდებიან. ყურადღება დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ერთმა ფოტომ ყველაზე მეტად მიიპყრო. საფრანგეთის ჯარი და პოლიცია ყველა საეჭვოს პირს გულმოდგინედ ჩხრეკს და ამოწმებს. ასეთები კი, —ათასობით არიან. გასაკვირიც არაფერია. ასეთ დროს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეს აქცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ძალიან ბევრი თვლის, რომ ეს ღონისძიება დაგვიანებულია. ტრაგედიის მასშტაბიდან გამომდინარე, ობიექტური აზრი მათ მხარესაა. ჩხრეკა და თვითონ ტერორისტების ლიკვიდაციაც გაუბედურებულ ასობით ოჯახს შვებას ვერ მოუტანს. ბევრი ალაპარაკდა დასავლური „ლიბერალური“ ღირებულებების გადახედვა–გადასინჯვაზეც. 

 „…ეს არის თავდასხმა თავისუფლებაზე და არა მხოლოდ პარიზში…“ – განაცხადა ანგელა მერკელმა. რომელი და როგორი „თავისუფლება“ იგულისხმა ამ ქალბატონმა, ამის დადგენას არ შევეცდებით, მაგრამ ეიფორიისა და მრისხანების ჩაცხრომას რომ მალე ისევ „ტკბილი“ევროპული ძილი მოჰყვება, ეს უდავოა. ასე რომ არ ყოფოლიყო, ევროპა და, პირველ რიგში, საფრანგეთი ცოტა ადრე მიხვდებოდა ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე.     

საფრანგეთი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ლიდერები პარიზის ტერაქტების შესახებ: სამძიმარი და სოლიდარობა

 2015 წლის 7 იანვრის „შარლი ებდოს“ მოვლენებიდან ჯერ წელიწადი არ გასულა. არც „11 სექტემბერი“ მომხდარა საუკუნის წინ. ევროპული ქმედებები  შედეგებიდან იწყება და არა მიზეზებიდან.

 ვის საით და როგორ მიჰყავს სამყარო, ამაზე ლაპარაკით პოლიტოლოგები მომავალშიც გამოგვჭედავენ ყურებს, მაგრამ ვეჭვობ, ოდესმე მივიღოთ პასუხი კითხვაზე: რა წილი უდევს მომხდარში და ღმერთმა დაიფაროს მოსახდენშიც, სწორედ დასავლურ ლიბერალიზმსა და „თავისუფლებას“?! ისლამური ფუნდამენტალიზმის ფონზე ევროპული „ტოლერანტობა“, არ მინდა ვთქვა, მაგრამ მეტად არასერიოზულ ცინიზმს წარმოადგენს. დასკვნები საფრანგეთის ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გამოეტანა, მაგრამ ადამიანურ შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი და ევროპაში შესული ასიათასობით ლტოლვილის ბოლომდე გაკონტროლებას ვერც ერთი „არქიხელისუფლება“ ვერ შეძლებს. ფაქტია, რომ იგი ვერ იცავს სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობასაც. ისევ გიორგი ფოფხაძეს დავეთანხმები. პარიზში მომხდარი ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო საფრანგეთსა და ევროპაში, ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო აზროვნებაშიც.

 რის ფასად მოხდება ეს ყველაფერი და კონკრეტულად როგორი იქნება ასეთი ცვლილებებისკენ გადადადგმული პირველი ნაბიჯები, — ამის განჭვრეტა, გააზრება და დასკვნის გაკეთება იოლი საქმე არ არის. ან რას გინდა მიხვდე, როცა მეგასახელმწიფოების პოლიტიკაშიც დაპირებული და ნათქვამი სიტყვა ხელთათმანივით იცვლება. უდანაშაულო ადამიანები თავის თავზე გრძნობენ, რომ აბსოლუტური თავისუფლებიდან უპასუხისმგაბლობამდე ერთი ნაბიჯია. 

 ჯერჯერობით, სიტყვაზეც და საქციელზეც პასუხისმგებლები მხოლოდ ტერორისტები არიან. უფრო საშიში და სამწუხარო რეალობა ძნელი წარმოსადგენია…


ყველა ახალი ამბავი
0