მსოფლიო ლიდერები პარიზის ტერაქტების შესახებ: სამძიმარი და სოლიდარობა

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთი
საფრანგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალია სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მთელ ფრანგ ხალხს, განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ. ესპანეთის პრემიერმა საფრანგეთის მხარდაჭერა ასევე ესპანელი ხალხის სახელით გამოხატა.

 ნათია ცირეკიძე

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ლიდერები პარასკევს პარიზში მომხდარი ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებენ. სხვადასხვა მონაცემებით, ტერორისტების შეტევების შედეგად 120-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა. რვა ტერორისტი ლიკვიდირებულია.  

 იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ამასთან დაკავშირებით „შეშფოთება და ძლიერი ტკივილი“ გამოხატა. საფრანგეთის პრეზიდენტისადმი სპეციალურ გზავნილში იტალიის სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, რომ იტალია და ყველა იტალიელი ამ საშინელ დროს სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მრავალ დაჭრილსა და ფრანგ ხალხს. „იტალია დასტირის პარიზის ტერაქტების მსხვერპლთ და ფრანგი ძმების ტკივილს იზიარებს. 

 ევროპა, რომელსაც გულში დაარტყეს, ამ ბარბაროსობაზე რეაგირებას შესძლებს“, — განაცხადა თავის მხრივ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.

 „შეძრწუნებული ვარ იმ ახალი ამბებით, რომლებიც პარიზში ხდება. ამ მძიმე მომენტში ესპანელი ხალხი საფრანგეთის მხარესაა“, — დაწერა ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ ტვიტერის გვერდზე. 

 ასევე დაგმეს ტერაქტები ესპანეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა.

 თავინთი რეაქცია პარიზში მომხარი ტერაქტების გამო მიკრობლოგებში გამოთქვეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა და ქვეყნის ვიცე-კანცლერმა რაინხოლდ მიტერლენერმა. ტვიტერში მათ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

 ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ენდა კენიმ ფრანგი ხალხის მხარდაჭერა ტვიტერის ბლოგში გამოხატა. „ეს უსაშინლესი თავდასხმაა კაცობრიობაზე. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. ამ ღამით ჩვენ საფრანგეთთან ერთიანნი ვართ“, — დაწერა ტვიტერში ირლანდიის პრემიერმა.

 საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო სამძიმარი გამოთქვა. ფეისბუქის თავის გვერდზე მან დაწერა: „შეძრწუნებულნი ვართ… ამ ტრაგიკულ დროს მხარს ვუჭერთ ფრანგ ხალხს“.

 პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ ტვიტერში დაწერა: „ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს. ასეთ დროს ერთად უნდა ვიდგეთ“.

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პარიზში თავდასხმების გამო შოკირებულია და ფრანგებს მიუსამძიმრა: „ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია. სოლიდარული ვარ საფრანგეთის ხალხის“, — აღნიშნა პოროშენკომ ტვიტერის თავის მიკრობლოგში.

 ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ლიდერებმა სფრანგეთს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. ასე გამოხატეს ტვიტერის მიკრობლოგებში თავიანთი სამძიმარი ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა და ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ.

 სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა მირო ცერარმა შეტევები „მტკიცედ დაგმო“, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „პარიზში სასიკვდილო თავდასხმებთან დაკავშირებით შოკირებულია“. უწყებამ ყველა დაზარალებულს მიუსამძიმრა. 

 თავიანთ მიკრობლოგებში განხორციელებული შეტევები ასევე დაგმეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა პოპოსკიმ.

 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარიზის ტერაქტები მკაცრად დაგმო: „ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ ტერაქტს. ჩინეთი მხარს უჭერს საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, — აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ხუნ ლეიიას განცხადებაში.

 იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იაპონია პარიზის ტერაქტების გამო აღშფოთებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ სიძო აბესგან, რომელიც თურქეთში იმყოფება, მითითება მიიღო, რომ ტერაქტებთან დაკავშირებით გადამწყვეტი ზომები მიიღოს. 

 სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერორიზმის ძირეულად აღმოფხვრის მოწოდებით გამოვიდა და პარიზის ტერაქტები დაგმო.

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერაქტებთან დაკავშირებით ფრანგების ტკივილი გულწრფელად ესმის. „ჩვენ ვფიქრობთ და ვგრძნობთ ზუსტად ისე, როგორც ანკარის, სურუჩის, გაზიანთეფის, შირნაკის ტერაქტების შემდეგ“, — აღნიშნა მან.

 როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის თავის გვერდზე განაცხადა, „რესპუბლიკა მტკიცედ გმობს ტერაქტებს პარიზში და აცხადებს, რომ ტერორიზმი მიუღებელია თავისი ყველანაირი გამოვლინებით“.

 სამძიმარი ასევე გამოხატა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა: „ავსტრალიის მთავრობა თავის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი ოჯახებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ, ვინც ამ საშინელი თავდასხმების დროს დაიღუპა“.

 „ეგვიპტე სრულად დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტერორისტული აქციები კი არ დაასუსტებს სახელმწიფოებისა და ხალხების სიმტკიცეს, არამედ გაზრდის მათ მზადყოფნას, დაუპირისპირდეს ტერორიზმს მის სრულ განადგურებამდე“, — აღნიშნულია ეგვიპტის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში.

  აშშ-ის ელჩი პარიზში ჯეინ ჰარტლი ფრანგებს ტვიტერის გვერდზე უთანაგრძნობს. მან თავის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ტრაგედიასთან დაკავშირებული განცხადებაც დაურთო.

 „მექსიკა მტკიცედ გმობს პარიზში მომხდარ შეტევებს. გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ფრანგ ხალხთან და გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს“, — დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა პენია ნიეტომ ტვიტერის მიკრობლოგში.

 კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ საფრანგეთს მხარდაჭერის სიტყებით ტვიტერის საშუალებით მიმართა. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა პარიზის თავდასხმების დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთს“, — აღნიშნა პრემიერმა.

 ბრაზილიის მეთაურმა დილმა როუსეფმა ასევე მტკიცედ დაგმო პარიზის ტერაქტები. „დათრგუნული ვარ ამ ტერორისტული ბარბაროსობით, ვგმობ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებ საფრანგეთის ხალხსა და მთავრობას“, — დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერის მიკრობლოგში.

 არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა ფრანგ ხალს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, „საჭიროა ტერორიზმთან ბრძოლა გლობალურ დონეზე იქნას განხილული“.

 ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ფრანგ ხალხს. „ბოლივია, როგორც პაციფისტური სახელმწიფო ახალი კონსტიტუციით, გმობს ძალადობრივ ქმედებებს, სამხედრო ოპერაციებს, ტერორიზმის აქციებს. მიუღებელია ის საშინელება, რაც პარიზში მოხდა, ამ მძიმე წუთებში გამოვხატავ სოლიდარობას საფრანგეთის მთავრობისა და ხალხის მიმართ“, — განაცხადა მორალესმა სააგენტო ABI-სთან საუბრისას.

„ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის მთავრობას, პრეზიდენტ ოლანდს, ხალხს, პარიზის მოსახლეობას. ვიზიარებთ მათ ტკივილსა და მწუხარებას“, — განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.

 


ყველა ახალი ამბავი
0