ოლანდი: პარიზში ტერაქტების სერიას 127 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშისამძიმარი ფრანგ ხალხს
სამძიმარი ფრანგ ხალხს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში მომხდარ ტერაქტებს აბსოლუტური ბარბაროსობა უწოდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტერაქტების შედეგად პარიზში 127 კაცი დაიღუპა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. 

 „ამ დროისათვის 127 კაცია დაღუპული, ბევრიც დაშავებული. ეს აბსოლუტური ბარბაროსობაა“, — განაცხადა ოლანდმა ერისადმი თავის ტელემიმართვაში. 

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები - Sputnik საქართველო
ოლანდი: პარიზის ტერაქტების უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას

 პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0