ოლანდი: პარიზის ტერაქტების უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას

© voenkor.infoისლამური სახელმწიფოს ტერორისტები
ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას „ომის აქტი“ უწოდა, რომლის უკან ჯიჰადისტები დგანან.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტერაქტები პარიზში შეიარაღებყლი აგრესიაა, რომლის მიღმაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ დგას, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. 

„ეს არის ომის აქტი, და ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია,  „ისლამური სახელმწიფო“, ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც საფრანგეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ, იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვიცავთ მთელს მსოფლიოში“, — თქვა პრეზიდენტმა ნაციისადმი ტელემიმართვაში.

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.  ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა. 


ყველა ახალი ამბავი
0