პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი თეატრ „ბატაკლანში“ დაიღუპა, სადაც ტერორისტებმა სროლა როკ-კონცერტის მსვლელობისას გახსნეს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საფრანფეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. 

„მე ხელი მოვაწერე განკარგულებას ეროვნული გლოვის გამოცხადების შესახებ სამი დღით“, — განაცხადა ოლანდმა ფრანგებისადმი სატელევიზიო გამოსვლაში.

პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა. 


ყველა ახალი ამბავი
0