ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში ოქტომბერში 2%-ით გაიზარდა

© telasi.geენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 792,5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, მათ შორის თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 255,6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ - 537 მილიონი კვტსთ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 2015 წლის წლის ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გაუთვალისწინებლად 806,03 მილიონი კვტ. სთ შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (835,4 მილიონი კვტ.სთ), იტყობინება ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ესკო. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 829 მილიონი კვტსთ შეადგინა. 

კერძოდ, 2015 წლის ოქტომბერში, პირდაპირმა მომხმარებლებმა 76,2 მილიონი კვტსთ მიიღეს, ხოლო ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებმა — 703,3 მილიონი კვტსთ. 

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
"თელასმა" ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

2015 წლის ოქტომბერში  ელექტროენერგიის გამომუშავებამ 792,5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, მათ შორის თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 255,6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ — 537 მილიონი კვტსთ.

2015 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტმა 58,1 მლნ.კვტ სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა — 25,4 მლნ.კვტსთ. 

2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინების გარეშე 10,8 მილიარდი კვტსთ შეადგინა, რაც 6,2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ პერიოდს. საანგარიშო პერიოდში სულ ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 11 მილიარდი კვტსთ შეადგინა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0