„რა? სად? როდის?“ — მსოფლიოს XIII ჩემპიონატი თბილისში

© facebook.com/GaribashviliOfficialსასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi
სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის პირველ დღეს ოთხ ბლოკად დაყოფილი 60 კითხვა დაისმება. შედეგების მიხედვით გამოვლინდება 18 ფინალისტი, რომელთაგან ერთი შაბათს, 14 ნოემბერს ტურნირის გამარჯვებული გახდება.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik.  მსოფლიოს XIII ჩემპიონატი თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტულ ვერსიაში თბილისში დღეს, 13 ნოემბერს დაიწყო. 

ტურნირის გახსნაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისათვის და გუნდებს კარგი თამაში უსურვა. 

მსოფლიო ჩემპიონატში 24 ქვეყნის 59 გუნდი მონაწილეობს. ერთადერთი ნაკრები, რომელმაც თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო — ეს ავსტრიის გუნდია. ტურნირში პირველად მონაწილეობს პოლონური გუნდი. 

ბეჭედი „ შავ ყუთში“: ხელის თხოვნა გადაცემა „რა? სად? როდის?“ პირდაპირ ეთერში - Sputnik საქართველო
ბეჭედი „ შავ ყუთში“: ხელის თხოვნა გადაცემა „რა? სად? როდის?“ პირდაპირ ეთერში

საქართველოს ოთხი გუნდი წარმოადგენს. ესენია: საქართველოს ნაკრები (კაპიტანი დავით რაფავა), ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა და ალექსანდრე თარხან–მოურავის გუნდები. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა რუსეთიდანაა ჩამოსული — 13 გუნდი.  

ტურნირის პირველ დღეს ოთხ ბლოკად დაყოფილი 60 კითხვა დაისმება. შედეგების მიხედვით გამოვლინდება 18 ფინალისტი, რომელთაგან ერთი შაბათს, 14 ნოემბერს ტურნირის გამარჯვებული გახდება.   

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ილია ბერის გუნდი „კსეპი“, რომელშიც ორი ბროლისა და ერთი ბრილიანტის ბუს მფლობელი ილია ნოვიკოვი თამაშობს. 


ყველა ახალი ამბავი
0