თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ლიბანის ქალაქ ბეირუთის სამხრეთით მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ვაელ აბუ ფაურიზე დაყრდნობით.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ინციდენტისას 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 200 დაშავდა.
ორმა ტერორისტმა შვიდწუთიანი ინტერვალით აიფეთქა თავი ბეირუთის ხალხმრავალ ქუჩაზე. მეორე აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც მოქალაქეებმა პირველი აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარება დაიწყეს.