ბეირუთის სამხრეთით მომხდარი ორმაგი ტერაქტის თვითმხილველებმა და მედიკოსებმა დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი აფეთქება გაისმა ლიბანის დედაქალაქში, რომლებსაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტერაქტი ხალხმრავალ ქუჩაზე ბურჯ-ალ-ბარაჟნის რაიონში ბეირუთის სამხრეთით მოხდა ხუთშაბათს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 7 წუთის ინტერვალით მოქმედებაში მოიყვანეს ქამრებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. როგორც სააგენტომ Ruptly გაავრცელა ინფორმაცია, ერთი აფეთქება მეჩეთთან ახლოს მოხდა, მეორე კი — მისგან 150 მეტრის დაშორებით — სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის მიღმა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 43 ადამიანი, 240-ზე მეტმა მიიღო დაზიანება და სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები.
სააგენტოს Sputnik მიერ გავრცელებული ლიბანის არმიის პრეს-სამსახურის განცხადებაში იყო ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ასევე აღმოჩენილი იყო მესამე ტერორისტის ცხედარი, რომლის ქამარზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა. გარდა ამისა, Sputnik მონაცემებით, ლიბანის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მეოთხე ბოევიკს ეძებენ, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
ლიბანის ტელეარხმა "ალ-მაიადინმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო".