ნიკა ჩიტაძე –საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღება გაუჭირდება

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირიელი ლტოლვილები
სირიელი ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და ყოველდღიურად მათი რიგები ათასობით ახალჩასულით ივსება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი საემიგრაციო კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდია.

თბილისი, 12 ნოემბერი-Sputnik. საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღება და მათი შემდგომი ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდება, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. 

 მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა  აზერბაიჯანულ სააგენტო "Trend“-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ევროკავშირის პოლიტიკის სოლიდარობის მიზნით, მიიღოს ლტოლვილები სირიიდან. დეპუტატის თქმით, ეს იქნება უფრო პოლიტიკური ჟესტი, ვიდრე საქართველოს ფაქტიური წვლილი ამ პრობლემის გადაწყვეტაში. 

ლტოლვილთა ბანაკი დამასკოში. - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარი: საქართველოს შეუძლია სირიელი ლტოლვილების მიღება

 „საქართველოს თვითონ ჰყავს ათეულ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და ჯერ ვერ მოახერხა ყველა მათგანის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. რაც შეეხება სირიელ ლტოლვილებს, მე მესმის იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც განიცდიან ზეწოლას ერთი მხრივ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ კი ე.წ. „ისლმური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების მხრიდან“ –აღნიშნა პოლიტოლოგმა მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა და რამდენიმე ქვეყანამ მათთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც კი მიიღო. 

 მანამდე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ საქართველოში  ამ ეტაპზე სირიიდან და ერაყიდან 1000–მდე ლტოლვილია იმყოფება. 

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და ყოველდღიურად მათი რიგები ათასობით ახალჩასულით ივსება.  ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი საემიგრაციო კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდია. 


ყველა ახალი ამბავი
0