თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა პოლონეთის ახალი სეიმის პირველ სხდომაზე განცხადება გააკეთა მისი მთავრობის გადადგომის შესახებ.
პოლონეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს შედგა. პოლონეთის უახლეს ისტორიაში პირველად, დეპუტატის მანდატთა უმრავლესობა სეიმში პოლიტიკურმა პარტიამ აიღო და თავად შეძლებს პარტიათა კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირებას. პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ სეიმის 460 მანდატიდან 235 მიიღო. მთავრობის დამტკიცებისათვის 231 ხმაა აუცილებელი.
ხუთშაბათს, ვარშავის სეიმის პირველი სხდომა გაიხსნა. დეპუტატებმა ფიცი დადეს და პარლამენტის ქვედა პალატა მუშაობას შეუდგა.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი სეიმის პირველ სხდომაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ევა კოპჩაკმა (პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“) ოფიციალურად გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.
როგორც მოსალოდნელია პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა კოპჩაკის მთავრობის გადადგომას ხუთშაბათს, პრეზიდენტის სასახლეში მიიღებს.