პოლონეთის სეიმის არჩევნებში პარტია "სამართალი და სამართლიანობა" იმარჯვებს

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიიაროსლავ კაჩინსკი
იაროსლავ კაჩინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზითპოლის მონაცემებით, კონსერვატიულ პარტია „სამართალი და სამართლიანობას“ ამომრჩეველთა 39,1%–მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის ევა კოპაჩის "სამოქალაქო პლატფორმა" გავიდა, რომელსაც ელექტორატის 23,4%–მა დაიჭირა მხარი.

თბილისი, 26ოქტომბერი – Sputnik. ეგზითპოლის პირველადი მონაცემებით, პოლონეთის სეიმის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ექსპრემიერ იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიულმა პარტია „სამართალი და სამართლიანობამ“ მოიპოვა, რომელსაც ამომრჩეველთა 39,1%–მა დაუჭირა მხარი, 

პოლონეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები კვირას გაიმართა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით სეიმის 460 დეპუტატი (პარლამენტის ქვედა პალატა) და 100 სენატორი (სენატი – პარლამენტის ზედა პალატა, რედ) აირჩიეს. სეიმის დეპუტატები პარტიული სიებით, ხოლო სენატორები – ადმინისტრაციული ოლქების მიხედვით აირჩევა.

ეგზითპოლის მონაცემებით, კონსერვატიულ პარტია „სამართალი და სამართლიანობას“ ამომრჩეველთა 39,1%–მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის ევა კოპაჩის "სამოქალაქო პლატფორმა" გავიდა, რომელსაც ელექტორატის 23,4%–მა დაიჭირა მხარი.

მესამე ადგილზე როკ–მუსიკოს პაველ კუკიზის მოძრაობა Kukiz'15 გავიდა, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 9%–მა მისცა.

პოლონეთის სეიმში, კვლევის თანამხმად, ასევე შევიდნენ რიშარდ პეტრუს ლიბერალური პარტია „თანამედროვე პოლონეთი“ 7,1%–ით და პოლონეთის ქრისტიანული პარტია – 5,2%–ით (ლიდერი იანუშ პეხოჩინსკი). კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0