თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელაზიზ ალ საუდმა მოუწოდა ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines–ს, განაგრძოს ფრენები ეგვიპტის შარმ ეშ–შეიხის მიმართულებით რუსული ლაინერის ავიაკატასტროფის შემდეგ სინის ნახევარკუნძულზე.
„[მეფემ] საუდის ავიახაზებს მიმართა თხოვნით, განაგრძონ ფრენები ერ–რიადიდან და ჯიდადან შარმ ეშ–შეიხის მიმართულებით მოძმე
ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში ტურიზმის მხარდასაჭერად“, — იუწყება სააგენტო SPA.
მეფე აბსოლუტურად დარწმუნებულია ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებისა და არმიის უნარში, უზრუნველყონ სიმშვიდე ქვეყანაში, — აღნიშნავს სააგენტო.