ეგვიპტე შიდა ტურიზმის განვითარებისათვის 5 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

© photo: Sputnik / Mikhael Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტე
ეგვიპტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზააზუას განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან ავიამიმოსვლების შეჩერების გამო, ქვეყანა ყოველთვიურად 2,2 მლრდ ეგვიპტური ფუნტს კარგავს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ეგვიპტის ხელისუფლება 5 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს ქვეყანაში შიდა ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის, განაცხადა ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა ხიშამ ზააზუამ.

მისი სიტყვებით, შიდა ტურიზმის განვითარებისათვის დაგეგმილია ასევე შეღავათების დაწესება იმ კერძო და სატრანსპორტო კონპანიებისათვის, რომლებიც ტურიზმით არიან დაკავებულნი.

ზააზუას განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან ავიამიმოსვლების შეჩერების გამო, ქვეყანა ყოველთვიურად  2,2 მლრდ ეგვიპტურ ფუნტს კარგავს. მისი ვარაუდით, ტურისტებთან დაკავშირებული კრიზისი, სავარაუდოდ, სამი თვე გაგრძელდება და სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 6,6 მლრფ ეგვიპტურ ფუნტს დაკარგავს. 

Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქართული ავიაკომპანიები ეგვიპტეში ფრენებს კვლავ აგრძელებენ

ზააზუამ ასევე აღნიშნა, რომ ეგვიპტის მთავრობა უახლეს სხდომას საკურორტო ქალაქ შარმ-ელ შეიხში ჩაატარებს. 

ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნზულზე კატასტროფა განიცადა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.

რუსეთმა 6 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ეგვიპტის მიმართულებით ავიაფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0