გაეროს ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი შეაფასეს

© facebook.com/GeorgianGovernmentგაეროს ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი განიხილეს
გაეროს ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი განიხილეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, რომლებმაც აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შემდეგ სფეროებში. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიათავისუფლების, ანტიდისკრიმინაციული კანონის და უფასო იურიდიული მომსახურების გაძლიერებაში.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. გაეროს ქვეყნებმა საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობისა და მედიათავისუფლების კუთხით მიღწეული პროგრესი აღნიშნეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოთხშაბათს, 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევაში, სამშაბათს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review, UPR) ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, რომლებმაც აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შემდეგ სფეროებში. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიათავისუფლების, ანტიდისკრიმინაციული კანონის და უფასო იურიდიული მომსახურების  გაძლიერებაში.

გაერო - Sputnik საქართველო
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს

გაეროს სახელმწიფოები რეკომენდაციას აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს აღნიშნულ სფეროებში შემდგომი რეფორმების განხორციელება.

„იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგში ჯერ კიდევ რჩება, რეკომენდაციები გამოითქვა. ამ კუთხით აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაცვაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ხუთშაბათს, 12 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ანგარიშის დამტკიცება, რომელშიც აისახება საქართველოს მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაცია. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0