ივანიშვილი: მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილებით კონსტიტუცია არ დაურღვევია

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის წილის 60% მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ხოლო დარჩენილი 40% — მის კომპანია შპს „პანორამას“.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, — განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „რუსთავი 2"–ის დროებით მმართველებად ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი იქნენ დანიშნულნი.

ფედერიკა მოგერინი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ფედერიკა მოგერინიმ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

„კითხვები არსებობს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამას პასუხი უნდა გაეცეს: უნდა შეეყვანა თუ არა დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში. ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ვერც თქვენ ვერ მეტყვით, რომ მოსამართლემ კონსტიტუცია დაარღვია და კანონის ფარგლებიდან გავიდა“, — განაცხადა ივანიშვილმა. 

ექსპრემიერის განცხადებით, უცხოეთში მსგავსი ინციდენტები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე საქართველოში. 

„საზღვარგარეთ ამის პრაქტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან. ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება ურთმელიძის გადაწყვეტილებაში, ამაზე პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს“, დაასკვნა ექსპრემიერმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის წილის 60% მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ხოლო დარჩენილი 40% — მის კომპანია შპს „პანორამას“. 


ყველა ახალი ამბავი
0