თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმის გამოძიების დასრულებამდე, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსმა ლაშა კვირკვაიამ თანამდებობა დატოვა, იუწყება ქართული მედია სამშაბათს, 10 ნოემბერს.
გასულ კვირას თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ავოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც დაკავებული არასრულწლოვანის სახელმწიფო ადვოკატის სტატუსით იყო პოლიციაში მისული, სამართალდამცავებმა სცემეს, აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირმა ჭკადუა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის უფროსი გამოძიების დასრულებამდე კადრების განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.
თბილისის პროკურატურაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით გამოძიებაა დაწყებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.