ექს-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საპარტნიორო ფონდის რეფორმირებით დაკავდება

© facebook.com/miaofgeoთამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი 1 სექტემბერს გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და მის ადგილზე გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, რომელსაც მანამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა  ექს-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამიერიდან სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის რეფორმირებით დაკავდება, იტყობინება ქართული მედია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი 1 სექტემბერს გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და მის ადგილზე გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, რომელსაც მანამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. 

9 ნოემბერს, ორშაბათს, ცნობილი გახდა, რომ თამარ ბერუჩაშვილმა მუშაობა დაიწყო საპარტნიორო ფონდის რეფორმირებითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებტან ურთიერთობით დაკავებულ საკონსულტაციო ჯგუფში. 

თამარ ბერუჩაშვილი - Sputnik საქართველო
ბერუჩაშვილი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისათვის საქმიანობას კვლავ გააგრძელებს

სს საპარტნიორო ფონდი სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააარსა. მისი 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ფონდის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თაამშრომლობის განვითარება საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს — ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალიდან 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულებიდან 25%-მდეა. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორები უზრუნველყოფენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0